წევრთა საყურედღებოდ!

Published date: 25 მაისი 2026
გაცნობებთ, რომ 1 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი საადვოკატო ბიუროების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს უმასპინძლებს.
შეხვედრის ფარგლებში ირაკლი ყანდაშვილი მოისმენს ბიუროების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და მათი წარმომადგენლების მოსაზრებებს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.
შეხვედრაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი საადვოკატო ბიუროს წარმომადგენელს.
შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში გაიმართება.